ჩვენ შესახებ
პროფესიონალიზმი, სანდოობა და ხარისხი ჩვენი უპირატესობაა!

R&L ჯგუფის დამფუძნებლები არიან ექსპერტები მშენებლობის, კომპლექსური ფინანსური სტრუქტურების, მარკეტინგის და დიზაინის სფეროში. ჩვენი გუნდის მიერ აშენებულია კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოში, ამერიკაში, კვიპროსსა და ისრაელში. პროექტებს შორის უახლესია Sky Plaza, რომელიც თბილისში, კერძოდ კი გლდანში აშენდა.
Gldani Tower R&L ჯგუფის ახალი პროექტია, რომელიც მშენებლობის პროცესშია და უმაღლესი ევროპული სტანდარტებისა და თანამედროვე დიზაინის მქონე კომფორტულ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს.
თქვენი თანამედროვე და ახალი სახლი
პროექტის აღწერა
ჩვენ ვაშენებთ თქვენი კომფორტისთვის!
- სახლი შენდება უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტების მქონე სამშენებლო მასალით. თქვენი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ზრუნავენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები.
- ენერგოეფექტური მასალა საშუალებას გაძლევთ, გააკეთოთ ეკონომია გათბობასა და კონდიცირებაზე. ზაფხულში გრილად ხართ, ზამთარში - თბილად!
- თქვენი ფუნქციონალური ბინა - დაპროექტებულია ისე, რომ დიზაინში არ გზღუდავთ!
- ეკონომია და კომფორტი ერთ სახლში!

თეთრი კარკასი
ჩვენთვის “თეთრი კარკასი” უფრო მეტს ნიშნავს !
ბინაში დაგხვდებათ:
- უმაღლესი ხარისხის რკინის კარი;
- გაზისა და წყლის მილები;
- ელექტროგაყვანილობა;
- ინდივიდუალური სავენტილაციო არხი;
- მაღალი ხარისხის ქვიშა-ცემენტით მოჭიმული იატაკი;
- გაჯით გალესილი კედლები;
- ევროპული სტანდარტების მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ორმაგი მინაპაკეტი;
- კერამოგრანიტის ფილებით მოკირწყლული გარემონტებული აივანი.

თანამედროვე დიზაინი
ჩვენ ვქმნით დიზაინისა და მშენებლობის ახალ სტანდარტს!
- გამორჩეული და დახვეწილი დიზაინის მქონე კორპუსი!
- გარემონტებული და კერამოგრანიტის ფილებით მოკირწყლული სადარბაზო!
- ორი, უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების მქონე ლიფტი!
- წყლის სისტემა: დამონტაჟდება მაღალი წნევის სატუმბო სადგური!
- ენერგოეფექტური შენობა - გარე პერიმეტრი აშენებულია თერმული ბლოკით!

ადგილმდებარეობა
საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად!
Gldani Tower აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც კარგ სახლს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი ხარისხის შენობა.
- ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.
- სკოლები და ბაღები სახლთან ახლოს.
- სავაჭრო და გასართობი ცენტრები გარშემო.
- სათამაშო ზონა თქვენი პატარებისთვის.
- ეკოლოგიური ზონა და მშვიდი გარემო - თქვენი ჯანმრთელობისთვის!
ნუ იფიქრებთ დიდხანს! ეს თქვენი მომავალი სახლია!
იპოვეთ თქვენი ბინა
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინის გეგმა
დააკლიკეთ სრული სურათის სანახავად

გალერეა
თქვენი მომავლის სახლი
კონტაქტი
დაგვიკავშირდით
გაყიდვების ოფისი

თბილისი, გლდანი, ვ.ნანეიშვილის ქ.23
Gldani Tbilisi

ორშ-პარ : 10:00-19:00
შაბათი : 11:00-16:00

T: 558-10-30-30
T: 558-10-40-40
T: 032 2 308 303